პროექტის გეგმა


მართლწერა და მართლმეტყველება

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
გვანცა გოგალაძე
რაიონი
გლდანი - ნაძალადევი
სკოლა
# 177 საჯარო სკოლა
ქალაქი
თბილისი
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
მართლწერა და მართლემეტყველება
თემის შინაარსი
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, მოსწავლეებს ყურადღებას ვამახვილებინებ სალიტერატურო ენის ნორმებზე, მართლწერასა და მართლმეტყველებაზე და ვთხოვ, ყურადღება მგაამახვილონ, თუ შეხვდებიან ნასწავლი წესის დარღვევის მაგალითებს. მუშაობენ ინდივიდუალურად, იწერენ მათი აზრით არასწორ ფორმებსა და გამოთქმებს. აუცილებელია გაიაზრონ, რამდენად საჭიროა ეს სამუშაო მათთვის და მათი თანატოლებისათვის.
საგანი
ქართული ენა
დონე/კლასი  
საბაზო საფეხური, მერვე კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
3 კვირა, დამატებით 2 კვირა
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები

მიმართულება: წერა
ქართ. VIII. 13. მოსწავლეს შეუძლია ენობრივ-გრამატიკული სტრუქტურებისა და ხერხების მართებულად გამოყენება სხვადასხვა სახის ტექსტების შესაქმნელად
·         იცავს პუნქტუაციისა და მართლწერის სალიტერატურო ნორმებს
საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები
საინფორმაციო წიგნიერება
      ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
მედიაწიგნიერება
      მედიაგზავნილების შექმნის, მათი მიზნობრიობის, გამოყენებული ინსტრუმენტების, მახასიათებლებისა და კონვენციების ცოდნა;
      ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამოყენების ეთიკური/იურიდიული საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.
ისტ(ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების) წიგნიერება
·         ტექნოლოგიის გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალების. ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამოყენების ეთიკური/იურიდიული საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.
ინიციატივა და დამოუკიდებელი მუშაობა
      დავალებების განსაზღვრა, პრიორიტეტების მინიჭება და შესრულება პირდაპირი ზედამხედველობის გარეშე;
      დროის და სამუშაო დატვირთვის ეფექტური განკარგვა;
      უწყვეტი განათლებისთვის მზაობის დემონსტრირება.
ლიდერობა და პასუხიმგებლობა
      ერთიანობისა და ეთიკური ქცევის დემონსტრირება;
      ფართო საზოგადოების ინტერესების გათვალისწინება, პასუხისმგებლიანი მოქმედება.

პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
მოსწავლეებო შეძლებენ:
  • ყურადღებით წაიკითხონ საგაზეთო სტატიები, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული მასალები; მოუსმინონ გადაცემებს, სხვათა საუბარს და აღმოაჩინონ სალიტერატურო ენის ნორმების დარღვევევით გამოყენებული სიტყვები და წინადადებები;
  • ამოკრიფონ, დააჯგუფონ შეცდომები და გაასწორონ;
  • მოკლე „ორთოგრაფიული ლექსიკონის“ შექმნასა და პრეზენტაციის მომზადებას.

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
ვიცით ქართული?
თემატური კითხვები

რამდენად ხშირად ირღვევა სალიტერატურო ენის ნორმების ჩვენს რეალობაში?
სად ირღვევა ყველაზე ხშირად სალიტერატურო ნორმები?
ვინ უნდა იზრუნოს ამ პრობლების აღმოფხვრაზე?
საჭიროა ამ პროექტის განხორციელება?

შინაარსობრივი კითხვები

სად გავარკვიოთ სწორი და არასწორი ფორმები?
როგორ შევძლებთ ჩვენ ამ ხარვეზების აღმოფხვრას?


შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










დღიურები

T დიაგრამა (სიტყვები განმარტებისთვის);

შეკითხვის დასმა;

პრეზენტაციის რუბრიკა;

მოკლე ჩანაწერები.

პრეზენტაციის რუბრიკა.
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
  1. განმავითარებელ შეფასებას ვიყენებ პროექტის თემაზე მუშაობის დაწყებამდე, რათა განვსაზღვრო შესაბამისი სასწავლო ღონისძიებები;
  2. მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული პროექტის მოლოდინების, სასწავლო მიზნების, პროექტების კრიტერიუმების შესწავლასა და გაგებაში;
  3. მოსწავლეები იყენებენ პროექტის გეგმას, რათა მონიტორინგი გაუკეთონ სწავლის პროცესს და დამოუკიდებლად შეძლონ სამუშაოს გაგრძელება;
  4. სისტემატურად ვიყენებთ ჩანაწერებსა და დაკვირვების ფურცელს, რათა მონიტორინგი გავუწიო ინდივიდუალურ და ჯგუფურ მუშაობას;
  5. მოსწავლეები აწარმოებენ თვითშეფასებას; თანატოლთა შეფასებას.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ მუშაობა კომპიუტერულ პროგრამებში: Word, PowerPoint, საძიებო საიტებსა და ბლოგზე მუშაობა.
სასწავლო პროცედურები
კლასი  დაყოფილია მცირე ჯგუფებად, ჯგუფში 2-3 მოსწავლეა. მათ ეძლევათ დავალება, გაიხსენონ მართლწერის შესწავლილი წესები, ყურადღებით წაიკითხონ საგაზეთო სტატიები, მასალები სოც. გვერდებზე, უსმინონ ტელეგადაცემებს, გარშემომყოფთა საუბარს და ჩაიწერონ ის სიტყვები თუ ფრაზები, რაც მათი აზრით, სალიტერატურო ენის ნორმების დარღვევაა. დააჯგუფონ ისინი დაშვებული შეცდომების ტიპის მიხედვით. ჯგუფის წევრებს ევალებათ მოუძებნონ სწორი ფორმა შეცდომას და კლასში პრეზენტაციისას დაასაბუთონ, კონრეტულად სალიტერატურო ენის რომელი ნორმა იყო დარღვეული. ჯგუფების ნამუშევრების პრეზენტაციის შემდეგ ამოვბეჭდავთ არასწორ და სწორ ვარიანტებს და სკოლის დერეფნებში გავაკრავთ შერჩეულ ადგილას. ეს იქნება ამ პროექტის რესურსი, რომლითაც ამ პროექტზე მომუშავე მოსწავლეები დაეხმარებიან თანატოლებს მართლწერასა და მართლმეტყველებაში.
 პროექტის ბოლოს ჯგუფში მომზადებული მასალის საფუძველზე ჩავატარებთ ტესტირებას, რითიც შემოწმდება მუშაობის შედეგი. 
პრეზენტაცია ჩატარდება სკოლის კომპიუტერულ ლაბორატორიაში. მოსწავლეები შეფასდებიან პრეზენტაციის რუბრიკის მიხედვით. ჯგუფებში დავარიგებ ურთიერთშეფასების ბარათებს.


დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
კლასში არ არის სსს მოსწავლე

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)
კლასში არ არის არაქართულენოვანი მოსწავლე.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
შედარებით მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლე ჯგუფის ლიდერია. მას დაევალება ჯგუფის წევრების ნამუშევრების თავმოყრა.
მოსწავლეს, რომელიც ყველაზე კარგად ფლობს კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს,  დაევალება ბლოგზე მუშაობა.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
სახელმძღვანელოები
ინვენტარი/მასალები

ინტერნეტრესურსები

სხვა რესურსები
მოწვეული სტუმრები, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.



No comments:

Post a Comment