პროექტის რეფლექსია

პროექტის  რეფლექსია

მასწავლებელი: გვანცა გოგალაძე
სკოლა: სსიპ ქალაქ თბილისის #177 საჯარო სკოლა
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა

21-ე საუკუნეში მასწავლებლობა მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და საკუთარ თავზე მუშაობას მიოთხოვს. ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებამ განსაკუთრებით გაზარდა მოზარდების თვალსაწიერი და ინტერესების სფერო. მასწავლებელსაც ევალება, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია იყოს საინტერესო. სასურველია, თუ ის იქნება არა მარტო ინფორმაციის მიმწოდებელი, არამედ  მედიატორიც. აუცილებელია, მიახვედროს, რატომ და როგორ ისწავლოს და როგორ გამოიყენოს ნასწავლი პრაქტიკაში, დაამყაროს კავშირი საგანთა შორის. მასწავლებლის პროფესიული სტანტარტიც ამას მოითხოვს:
მუხლი 6. ) (მასწავლებელმა) იცის, როგორ გაუღვივოს მოსწავლეებს შემეცნებითი ინტერესი და სწავლის ღირებულების მიმართ გაცნობიერებული დამოკიდებულება;
საკმაოდ ეფექტური, მოსწავლეებისთვის საინტერესო და სახალისოა პროექტებით სწავლება. მათ უვითარებთ 21-ე საუკუნის ძირითად უნარ-ჩვევებს: კომუნიკაციისა და თანამშრომლობის; ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება-გამოყენების და  ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების.
საკუთარ მუშაობაზე დაკვირვებამ მიჩვენა, რომ აუცილებელია პროექტის თემის სწორად შერჩევა, დაგეგმვა, მოსწავლეთა შორის სამუშაოს განაწილება მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე; მრავალფეროვანი აქტივობები. (მასწავლებლის პროფესიული სტანტარტი . მუხლი 7. მასწავლებელმა იცის სასწავლო პროცესის დაგეგმვა ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმების მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 9. მასწავლებელი ავლენს სწავლების სხვადასხვა მეთოდის ცოდნას და შეუძლია მათი გამოყენება სასწავლო კონტექსტის შესაბამისად;)
პროექტის დაწყებამდე და შერჩევამდე აღმოვაჩინე, რომ მოსწავლეები ხვდებიან, რომ მათ გარშემო  ხშირად ირღვევა სალიტერატურო ენის ნორმები. კლასში გავმართეთ დისკუსია საკითხის გარშემო: ვიცით ქართული? რამდენად ხშირად ირღვევა სალიტერატურო ენის ნორმების ჩვენს რეალობაში? სად ირღვევა ყველაზე ხშირად სალიტერატურო ნორმები? ვინ უნდა იზრუნოს ამ პრობლების აღმოფხვრაზე? საჭიროა ამ პროექტის განხორციელება? სად გავარკვიოთ სწორი და არასწორი ფორმები? როგორ შევძლებთ ჩვენ ამ ხარვეზების აღმოფხვრას?
პროექტის მიზანიც ეს გახდა, მოსწავლეებს თავად მოეძიებინათ შცდომები და ესწავლათ თვითონაც და სხვებისთვისაც ესწავლებინათ მართლწერა და მაეთლმეტყველება, გაეაზრებინათ, რომ ენის დაცვა მათი მოქალაქეობრივი ვალია.
პროექტზე მუშაობისას გავითვალისწინეთ ესგ ინდიკატორები:

ქართ. VIII. 13. მოსწავლეს შეუძლია ენობრივ-გრამატიკული სტრუქტურებისა და ხერხების მართებულად გამოყენება სხვადასხვა სახის ტექსტების შესაქმნელად
·         იცავს პუნქტუაციისა და მართლწერის სალიტერატურო ნორმებს

მოსწავლეები განაწილდნენ 7 ჯგუფშად, თითო ჯგუფში 3 მოსწავლე. შევეცადე ისე გამენაწილებინა ჯგუფებში მოსწავლეები, რომ თანაბარი აკადემიური შსაძლებლოდების ბავშვები ერთად არ მოხვედრილიყვნენ და ძლიერები სუსტ მოსწავლეებს დახმარებოდნენ მუშაობაში. მათ დაევალათ ყურადღებით წაეკითხათ საგაზეთო სტატიები, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული მასალები; მოესმინათ გადაცემებისთვის, სხვათა საუბარისთვის და აღმოეჩინათ სალიტერატურო ენის ნორმების დარღვევევით გამოყენებული სიტყვები და წინადადებები; ამოეკრიფათ, დაეჯგუფებინათ შეცდომები და გაესწორებინათ. სამუშაოდ მივეცი  სამი კვირა.
ჯგუფის ლიდერებს დაევალათ მოეყარათ თავი მასალისთვის და დაეჯგუფებინათ შეცდომები. ჯგუფებში უნდა განეცილათ თითოელი წევრის მიერ მოძიებული მასალა და შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში გაესწორებინათ. მათ სამუშაოდ ორი კვირა მიეცათ. ერთი კვირის მერე ჯგუფებმა გააკეთეს მასალის პრეზენტაცია. მასალების შემოწმებასთან ერთად ვაწარმოებდი მოსწავლეებზე დაკვირვების დღიურებს. აღმოჩნდა, რომ ზოგი მოსწავლე პოულობდა არასწორ სიტყვას ან დრაზას, მაგრამ არ შეეძლო მისი გასწორება.
ხუთი კვირის შემდეგ მზად იყო მასალა. შეფასებისა და ჩასწორებების შემდეგ მუშაობა დაიწყეს პრეზენტაციებზე. ბოლოს შევქმენით პროდუქტი, თითოეული შეცდომა თავისი სწორი ვარიენტით ამოვბეჭდეთ ცალ-ცალკე ფურცლებზე და გამოვფინეთ სკოლის დერეფნებში. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმაროთ მართლწერის ნორმების დაცვაში.
პროექტის ბოლოს ჯგუფში მომზადებული მასალის საფუძველზე ჩავატარეთ ტესტირება, რითიც შემოწმდება მუშაობის შედეგი. 

პრეზენტაცია ჩატარდა სკოლის კომპიუტერულ ლაბორატორიაში. მოსწავლეები შეფასდნენ პრეზენტაციის რუბრიკის მიხედვით. ჯგუფებში გამოვიყენე ურთიერთშეფასების ბარათები. დავურიგე მათ შფასების კითხვარი და ანონიმურად ვთხოვე მათი შვსება. კითხვარზე დაყრდნობით, შემიძლია ვთქვა, რომ პროექტი ძალიან სახალისო და ნაყოფიერი აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის და  გავაგრძელებთ მუშაობას.

No comments:

Post a Comment